15 აპრილს, გორში ტრადიციული სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ვისაც ეხერხება ხელსაქმე ან ამზადებს საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, მარინადს, თაფლს, ღვინოს და სხვა სახის პროდუქტებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნივთები და ნაწარმი სიმბოლურ ფასად გაიყიდება. მათი რეალიზაციიდან შემოსული თანხით კი მეწარმეები, სურვილის შემთხვევაში, სამრევლოს ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან.
ცნობისთვის, ტრადიციული სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში, გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა-კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის და გორის ტურიზმის ცენტრის თანამშრომლობით მოეწყობა.
ღონისძიება 12:00 საათიდან დაიწყება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში