საზოგადოება
11.04.2023 11:46
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს ამკაცრებს
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გაააქტიურა. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, განსაკუთრებული აქცენტი ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე კეთდება. მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ხოლო საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში წარმოების პროცესი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და მიკვლევადობა.

„სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა სურსათზე. სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს მომხმარებელს, განსაკუთრებით მაღალი რისკის სურსათის შეძენისას, ყურადღება მიაქციოს რეალიზაციის პირობებსა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვას,“ - აღნიშნა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვასილ კვერნაძემ.


აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს დარეკონ ცხელი ხაზზე: 1501
 
 
 
კვირის ამბები