საზოგადოება
11.04.2023 10:36
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გორში შეხვედრა გაიმართა

ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.

ღონისძიება, რომელსაც ორგანიზაცია „ჰელვიტასის“ წარმომადგენლები უძღვებოდნენ, გორში ჩატარდა.

ორგანიზატორთა თქმით, შეხვედრის მიზანი არაფორმალურ გარემოში გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება იყო.

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება მიზნად ისახავს ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ეს მონაწილეობითი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას. პროცესი მოიაზრებს, ასევე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებას და განხორციელებას“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ალექსანდრე თარხნიშვილმა.

კვირის ამბები