საქართველოს ჩემპიონატზე ქართულ ჭიდაობაში, გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის გუნდმა 5 მედალი მოიპოვა. მოპოვებული მედლებიდან 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს სინჯისაა.
საქართველოს ჩემპიონის ტიტული გიორგი ბაბუციძემ და ნოდარ კობალაძემ მოიპოვეს. ვერცხლის მედალს დაეუფლა ალექსანდრე ჭეჭელაშვილი, არსენ დვალიშვილი და გელა გიუნაშვილი კი ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ.
შეჯიბრება, რომელშიც 2007-2009 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ, კასპის სპორტულ კომპლექსში 9 აპრილს გაიმართა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება