საზოგადოება
10.04.2023 14:40
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აპრილიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა მოიხსნა
მეხორბლე ფერმერებისთვის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება - 6 აპრილიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„2022 წელს, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების გაზრდილი რისკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის ექსპორტის დროებით შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების, მათ შორის, ხორბლის დეფიციტის რისკი არ დგას, მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოხსნილია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აპრილიდან ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მოსავლის რეალიზაცია მოახდინონ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე.
კვირის ამბები