გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის თაოსნობით, ტრადიციული კონკურსი „საუკეთესო მოქართულე“ გაიმართა.
ღონისძიება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა, რომელშიც ბეჯითი და პუნქტუალური მოქართულეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, „საუკეთესო მოქართულის“ მსგავსი კონკურსები მშობლიური ენის სიწმინდის დაცვას, ახალგაზრდობის ხალასი, უხინჯო ქართულით ამეტყველებას ემსახურება.
ცნობისთვის, დღეს, 10 აპრილს, „საუკეთესო მოქართულის“ ფეისბუქგვერდზე აიტვირთება საკონკურსო ტესტის პასუხები და შედეგები. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი შეფასების მქონე კონკურსანტების ქულები დაემთხვევა, 11 აპრილს, მათ შორის საუკეთესოს გამოსავლენად, II ტური დაინიშნება.
კონკურსის გამარჯვებული მოქართულეები ფასიანი საჩუქრებით საზეიმოდ დაჯილდოვდებიან.
დასკვნითი ღონისძიება 19 აპრილს გაიმართება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება