საზოგადოება
10.04.2023 10:42
სახლკარო და სოციალურად დაუცველმა ოჯახმა უფლისციხეში კოტეჯი მიიღო - გორის მერია წელს კიდევ სამ ოჯახს დააკმაყოფილებს საცხოვრებელი ფართით

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი ხის კოტეჯი შეუძინა.

მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უფლისციხეში სონია გეჯაძის ოჯახი მოინახულა.

გეჯაძე ერთ-ერთია, რომელმაც მუნიციპალიტეტის მერიის აღნიშნული პროექტით ისარგებლა და საცხოვრებელი სახლი მიიღო.

„ოჯახი ბოლო შვიდი წელი გორის მერიის ქირავნობის პროგრამით სარგებლობდა, რომლის ფარგლებშიც უწყება მიუსაფარ, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს ბინის ქირით უზრუნველყოფს.

ოჯახმა მერიის ქირავნობის პროგრამით სარგებლობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იმ შენობაში დარჩენამ, სადაც წლების განმავლობაში შვილთან ერთად ცხოვრობდა, ავარიული მდგომარეობის გამო საფრთხე შეუქმნა დედა-შვილის ჯანმრთელობას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს გორის მერია საცხოვრებელ კოტეჯს კიდევ სამ ოჯახს გადასცემს. უწყება საცხოვრისის შეძენას მომავალ წლებშიც გააგრძელებს.

კვირის ამბები