ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო რანგის გამოფენები - „Georgian Spring 2023“-ს და „Golden Cup 2023“-ს გორში დღეს დაიწყო.
გამოფენებს გორის სპორტის სასახლე 8-9 აპრილს უმასპინძლებს.
მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებზე 600-ზე მეტი ჯიშიანი ძაღლია რეგისტრირებული, აქედან 360 ძაღლი პატრონთან ერთად გორს ქვეყნის ფარგლებს გარედან სტუმრობს.
საერთაშორისო გამოფენაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო ექსპერტები.
ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია ძაღლის ჯიშობრივი ხარისხის და გენოფონდის გაუმჯობესება. ღონისძიება, ასევე, კინოლოგიის განვითარებაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებასაც ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო და ეროვნული რანგის გამოფენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველწლიურად იმართება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსებულ პროექტს საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია ახორციელებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში