საზოგადოება
07.04.2023 13:11
„ბრენდირებისა და მარკეტინგის მნიშვნელობა ბიზნესის განვითარების გზაზე“ - გორელ მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გორის მუნციპალიტეტის მერიის და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ადგილობრივ მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა მეწარმეებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მიღებული რამდენიმეწლიანი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა.

„ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფი (Fireflies) საზოგადოებას შემდეგ საკითხზე - „ბრენდირებისა და მარკეტინგის მნიშვნელობა ბიზნესის განვითარების გზაზე“ - ესაუბრა. კონსულტანტებმა მეწარმეებს აუხსნეს როგორ მოიპოვონ დაფინანსება როგორც დონორი ორგანიზაციებისგან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებისგან“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში.
კვირის ამბები