კულტურა
07.04.2023 13:00
„ფაუსტი“ გ. ერისთავის სახელობის თეატრში - საგასტროლო ტურნეს ფარგლებში გორს მოძრაობის თეატრი ეწვევა

საგასტროლო ტურნეს ფარგლებში,  გ. ერისთავის სახელობის გორის თეატრს მოძრაობის თეატრი ეწვევა და იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტს“ წარუდგენს.

... ეშმაკის მუდმივი ჭიდილი ადამიანის ცდუნებისთვის. უფალი ნებას რთავს მეფისტოფელს, ნებისმიერი ცდუნებით გამოსცადოს ფაუსტი და ჩაიყვანოს უფსკრულში - სპექტაკლში გამოყენებულია მიმოდრამის, ბუტოს სტილის და საჰაერო აკრობატიკის ერთობლიობა. წარმოდგენა 50 წუთი გრძელდება.

„ფაუსტის“ რეჟისორი და მხატვარი კახა ბაკურაძეა, კომპოზიტორი კი სანდრო ნიკოლაძე.  

სპექტაკლში  მიხეილ ზაქაიძე, ლაშა რობაქიძე, მარიამ ბალახაძე, კოტე ლიპარტელიანი, ნინო ავალიანი, ანა თალაკვაძე, ჩიკა ოგი მონაწილეობენ.

წარმოდგენა 28 აპრილს, 19:00 საათზეა დაანონსებული.

კვირის ამბები