საზოგადოება
07.04.2023 11:27
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ: საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 13 აპრილის 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

„თუ გამოცდის დროს გესაჭიროებათ სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნეთ შესაბამისი ველი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) უნდა წარმოადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
კვირის ამბები