გორი ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო რანგის გამოფენებს - „Georgian Spring 2023“-ს და „Golden Cup 2023“-ს უმასპინძლებს.
გამოფენები სპორტის სასახლეში 8-9 აპრილს, 11:00 საათზე დაიწყება და მონაწ
ილეობას 600-ზე მეტი ჯიშიანი ძაღლი მიიღებს, აქედან 360 ძაღლი გორს უცხო ქვეყნებიდან ესტუმრება.
საერთაშორისო გამოფენაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო ექსპერტებიც.
ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია ძაღლის ჯიშობრივი ხარისხის და გენოფონდის გაუმჯობესება. ღონისძიება, ასევე, კინოლოგიის განვითარებაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო და ეროვნული რანგის გამოფენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველწლიურად იმართება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსებულ პროექტს საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია ახორციელებს.
გამოფენებზე დასწრება თავისუფალია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში