საზოგადოება
06.04.2023 14:52
გორში, მტკვრის კალაპოტის ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
გორში, მდინარე მტკვრის კალაპოტის ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, ახალბაღიდან ძველ ხიდამდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 651 650 ლარია.

„ნაპირსამაგრი კედლის სიგრძე 214 მეტრია, რომელზეც მოეწყობა მოაჯირები. მშენებლობის დასრულების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერია გურამიშვილის ქუჩაზე, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე, ბულვარის მოწყობას გეგმავს.
საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც აღნიშნულ სანაპიროს მიუყვება, ასევე იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
კვირის ამბები