გორში, USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.
აქტივობა „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრთან“ არსებულმა სამოქალაქო აქტივიზმის წევრებმა დაგეგმეს და განახორციელეს.
ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, აქტივობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას დანაშაულის პრევენციის და პროფორიენტაციის მიმართულებით.
ცნობისთვის, პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ხოლო შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორია გორის „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი“.