გორელმა მოსწავლეებმა, „ჩხირკედელას“ ინსტრუქტორების დახმარებით, STEM მოდელების შექმნაზე იმუშავეს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გორელ მოსწავლეებს უმასპინძლა.
გორის N8 საჯარო სკოლის 3 მასწავლებელი და 20 მოსწავლე პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებულ, STEM მიმართულების კლუბში - „ჩხირკედელა“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, „ჩხირკედელას“ ინსტრუქტორების დახმარებით, სხვადასხვა STEM მოდელის შექმნაზე იმუშავეს.
ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში STEM მიმართულებით საკლუბო სამუშაოების განსახორციელებლად 10 საპილოტე სკოლა შეირჩა, მათ შორისაა გორის N8 საჯარო სკოლაც.
პროექტის ფარგლებში, სკოლებს შესაბამისი სასაჩუქრე ნაკრები და პროექტების კომპლექტები გადაეცათ.