საზოგადოება
06.04.2023 12:22
უცნობმა პირებმა ქალაქში არსებულ სკვერებში ინფრასტრუქტურა დააზიანეს, გორის მერია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს გაუფრთხილდნენ საერთო ქონებას
გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ საერთო ქონებას და არ დააზიანონ ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე, მტკვრის სანაპიროზე არსებულ დასასვენებელ სივრცეში უცნობმა პირებმა სკამები დააზიანეს. ჭალის დასახლებაში არსებულ სკვერში კი, საქანელებია ჩამოხსნილი.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ქალაქის მასშტაბით, არაერთხელ დაფიქსირდა ატრაქციონების, მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტი. გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ გარემოს“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები