საზოგადოება
03.02.2020 12:43
გორის მუნიციპალიტეტის ბაგა–ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი 29 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება
გორის მუნიციპალიტეტის ბაგა–ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი 29 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში, გავრცელებული სეზონური ვირუსების გამო მიიღეს.
„მოგეხსენებათ, გავრცელებული ვირუსების გამო, მთელ მსოფლიოში დაძაბულობაა და შესაბამისად, ბავშვების ბაღში სიარულთან დაკავშირებით, მშობლები გარკვეულ შიშს გამოთქვამენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის ამ ადამიანების და სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 29 თებერვლის ჩათვლით, თავისუფალი დასწრების რეჟიმი გამოგვეცხადებინა. ამ პერიოდში, მშობლებს, სურვილისამებრ შეეძლებათ, ბაღში ატარონ ან არ ატარონ ბავშვები. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი შვილების ბაღში სიარულისგან თავის შეკავებას არჩევენ, ჯანმრთელობის ცნობის ან სხვა სახის დოკუმენტაციიის წარდგენა აღარ მოუწევთ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა.
კვირის ამბები