საზოგადოება
06.04.2023 11:42
საჯარო სკოლებში სააღდგომო არდადეგები 14 აპრილიდან დაიწყება
საჯარო სკოლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, არდადეგებია გამოცხადებული.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სააღდგომო უქმეებზე მოსწავლეები 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

სასწავლო პროცესი სკოლებში 18 აპრილიდან აღდგება.

აქვე შეგახსენებთ, სასწავლო წლის დასასრულად, ოფიციალურად, 15 ივნისია განსაზღვრული, გამონაკლისია მე-12 და 1-ელი კლასები, მათთვის სასწავლო პროცესი 20 და 27 მაისს შეწყდება.

„თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ ეროვნული სასწავლო გეგმით, სწავლა წინა სამუშაო დღეს სრულდება. 2023 წელს 20 და 27 მაისი შაბათი დღეა, შესაბამისად, მე-12 კლასი სწავლას 19 მაისს, ხოლო პირველი კლასი, 25 მაისს დაასრულებს, რადგანაც 26 მაისი ოფიციალურად უქმე დღეა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები