საზოგადოება
05.04.2023 13:58
2023 წლის 1-ელი იანვრიდან 3 აპრილამდე, გორის მუნიციპალიტეტს 36 604 ვიზიტორი ეწვია - ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა

2023 წლის 1-ელი იანვრიდან 3 აპრილამდე, გორის მუნიციპალიტეტს 36 604 ვიზიტორი სტუმრობდა, რომელთაგან 28 084 უცხოელი ტურისტია. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტი, 17 761 ვიზიტორი მარტის თვეში ეწვია. რაც შეეხება იანვრისა და თებერვლის პერიოდს, იანვარში მუნიციპალიტეტი 10 967-მა ადამიანმა მოინახულა, ხოლო თებერვალში მათი რაოდენობა 7 876-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2023 წელს, ვიზიტორების რაოდენობა 20 505 არის გაზრდილი. ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 01 იანვრიდან - 03 აპრილამდე პერიოდში, მუნიციპალიტეტს 16 099 ვიზიტორი სტუმრობდა, რომელთაგან 13 203 უცხოელი იყო.

კვირის ამბები