საზოგადოება
05.04.2023 13:34
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის და ფოთის მიმართულებით, საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი 14, 15, 17 და 18 აპრილს შესრულდება. თბილისიდან მატარებელი 00:35 საათზე გავა და მგზავრები ბათუმში 05:47 საათზე ჩავლენ. რაც შეეხება ბათუმი - თბილისის მიმართულებას, რეისი 00:45 საათზე შერულდება და მატარებელი თბილისში 05:50 საათზე იქნება.
ფოთის მიმართულებით, საქართველოს რკინიგზამ დამატებითი რეისი 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს დანიშნა. თბილისი - ფოთის მიმართულებით რეისი 08:45 საათზე შესრულდება და მატარებელი დანიშნულების ადგილზე 14:10 საათზე იქნება. რაც შეეხება ფოთი - თბილისის მიმართულებით მოძრაობის განრიგს, გასვლა 16:25, ჩასვლა კი 21:50 მოხდება.

მსურველებს ბილეთების შეძენა რკინიგზის ვებგვერდზე, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეეძლებათ.
კვირის ამბები