საზოგადოება
05.04.2023 13:29
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე რეგიონისთვის პრიორიტეტული მიმართულებები: მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ტურისტული სეზონისთვის მზადება, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და მელიორაციის საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარეობს.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებულ მუშაობას და ეფექტურ კომუნიკაციას.
კვირის ამბები