რჩევები
03.10.2019 16:03
როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქცია

გენეტიკურად მოდიფიცირებული არის საკვები, რომელიც წარმოებულია იმ ნედლეულისგან, რომელთა დნმ-იც გენური ინჟინერიის გზით შეიცვალა. გენმოდიფიცირებული მცენარეები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ვარგისიანობას.

ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ გენმოდიფიცირებული საკვები ჩვეულებრივ საკვებზე საზიანოა. მეცნიერთა ნაწილის აზრით კი, გენმოდიფიცირებული პროდუქცია შესაძლოა სიმსივნის მაპროვოცირებელი გახდეს.

გენმოდიფიცირებული პროდუქციის იდენტიფიცირება გემოთი და სუნით შეუძლებელია, თუმცა, ასახელებენ განმასხვავებელ სხვა ნიშნებს:  თუ პროდუქტი სტანდარტული, ზუსტად ერთნაირი, ყოველგვარი ნაკლის გარეშეა, ეს პირდაპირ მიუთითებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე. რაც შეეხება გენოდიფიცირებულო ნედლეულისგან დამზადებულ პროდუქციას, ამ შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულად არის, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის შემთხვევაში, დამოკიდებულნი ვართ პროდუქციის მწარმოებლის კეთილ ნებაზე.

2008 წელს საქართველო „კარტახენის ოქმს“ შეურთდა, რომელიც ქვეყანას საკვები პროდუქტების მარკირების გაკეთებას ავალდებულებს. ეტიკეტირების სავალდებულო აღნიშვნას ექვემდებარება სურსათი, რომლის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები სურსათის საერთო მასის 0,9 პროცენტზე მეტია, კერძოდ, აღნიშნულ პროდუქციას უნდა ჰქონდეს წარწერა „გმო“, თუმცა სახელმწიფო არ ავალდებულებს მზა პროდუქციის მწარმოებლებს გენმოდიფიცირებული პროდუქციის მსგავს ეტიკეტირებას.

კვირის ამბები