კულტურა
05.04.2023 11:14
ხელოვნების სახლი თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების კონკურსს აცხადებს

ხელოვნების სახლი პროექტის ,,ART HOUSE 2023"-ის ფარგლებში, თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების მცირე საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა საინიციატივო ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ინიციატივა შეიძლება ეხებოდეს ქუჩის მხატვრობას, მუსიკალურ ივენთს, სკულპტურას, აუდიო/ვიდეო ინსტალაციას, ფოტო/კინო პროექტის განვითარებას, ბეჭდური პროდუქციის გამოცემას, პერფორმანსს, პლენერი/სკეჩინგის და მისი ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. რომლის მიზნობრიობაც იქნება ნამუშევრის შესაქმნელი მასალის ხარჯი და არტისტის/ტექნიკური ჯგუფის ჰონორარი (არაუმეტეს 10%-ისა). კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 4 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. მათ შორის შერჩეული ინიციატივები კი, არაუგვიანეს, 20 აპრილს გამოცხადდება. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კონკურსის ფარგლებში, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, 3 პროექტი დაფინანსდება.

პროექტი ,,ART HOUSE 2023“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები