საზოგადოება
05.04.2023 10:41
„სივრცითი მოწყობის შესახებ კოდექსში“ ცვლილებების თანახმად, 2024 წლიდან, ყველა სამშენებელო ნებართვა უნდა მოიცავდეს გამწვანების პროექტს

საქართველოს პარლამენტი „სივრცითი მოწყობის შესახებ კოდექსში“ ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებს. ცვლილების თანახმადს, 2024 წლიდან, საქართველოში გაცემული ყველა სამშენებელო ნებართვა სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს გამწვანების პროექტს.

პარლამენტის გარემოსდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ახალი ცვლილებები საშუალებას იძლევა, რომ ქაოტური მშენებლობები დარეგულურდეს და სადაც შესაძლებელია, გამწვანება მოეწყოს და ახალი რეკრეაციული სივრცეები შეიქმნას თითოეულ უბანში.

რაც შეეხება იმ ხე-მცენარეების ჩამონათვალს, რომელიც ადეკვატურია ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონის კლიმატისთვის, აღნიშნულს მუნიციპალიტეტები ინდივიდუალურად დაადგენენ.

ამასთანავე, ხე-მცენარეების ჩამონათვალის პარალელურად, თითოეული მუნიციპალიტეტი დაადგენს ხე-მცენარეთა სტანდარტებს.

კვირის ამბები