გაცნობებთ, რომ 13 მარტიდან 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საბაჟო-გამშვები პუნქტები იმუშავებს რევერსულ რეჟიმში, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მოძრაობის წესში გარკვეული ცვლილებები შედის, რაც განპირობებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან კომუნიკაციების გამოცვლის გამო.
„რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გაცნობებთ, რომ 13 მარტიდან 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, კომუნიკაციების გამოცვლის და მოძრაობის წესში ცვლილებების შეტანის გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საბაჟო - გამშვები პუნქტები იმუშავებს რევერსულ რეჟიმში სასაზღვრო გამტარი ზოლების 11-დან 6 ზოლამდე შემცირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.