საზოგადოება
04.04.2023 15:52
„გორი“ ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდება - მატჩი ხვალ, „ქართლის“ სტადიონზე გაიმართება
საფეხბურთო კლუბი „გორი“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგაში იასპარეზებს.
ჩემპიონატის პირველ მატჩში, „გორი“ ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდება.

შეხვედრა 5 აპრილს, 16:00 საათზე, „ქართლის“ სტადიონზე გაიმართება.
მატჩზე დასწრება თავისუფალია.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „გორი“ ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი შეკრება კლუბმა იანვრიდან დაიწყო და რამდენიმე ეტაპად ჩაატარა, გაიმართა ამხანაგური მატჩებიც.
კვირის ამბები