კულტურა
04.04.2023 15:34
ქართული ენის კვირეულთან დაკავშირებით, ვარიანში ჯგუფ „გორდულას“ კონცერტი გაიმართება
ქართული ენის კვირეულთან დაკავშირებით, გორში სხვადასხვა ღონისძიების გამართვა იგეგმება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც აქტივობები გაიმართება, სოფელი ვარიანია.
კვირეულის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ, ჯგუფი „გორდულა“ პროექტის - „ჩემი სიმღერა ჩემს სოფელში“ - ფარგლებში, კონცერტს გამართავს.

ღონისძიება 6 აპრილს, 16:00 საათზეა დაანონსებული.

შეგახსენებთ, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება. რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. სტუდენტური მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
კვირის ამბები