საზოგადოება
04.04.2023 12:39
გორში გამწვანების აქციები დაიწყო - IX საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მეტამორფოზას“ მოზარდებმა კოლხურის ჯიშის ბზები დარგეს
გორში, შოთა რუსთაველის სახელობის მემორიალის მიმდებარედ, გამწვანების აქცია ჩატარდა.
აღნიშნულ ლოკაციაზე კოლხური ჯიშის ბზები ვაჟა-ფშაველას სახელობის IX საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მეტამორფოზას“ მოზარდებმა დარგეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ქალაქის გამწვანებაზე ზრუნვა და მისი სილამაზის დაცვა თითოეული გორელის მიზანი უნდა იყოს.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის მერიის დამოკიდებულებას აღნიშნულთან დაკავშირებით, აცხადებენ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამწვანების აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება, ასევე დაგეგმილია გამხმარი ნარგავების ამოცვლაც.
კვირის ამბები