საზოგადოება
04.04.2023 12:00
4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა
4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღი 2011 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი მიუსაფარ ცხოველთა მიმართ მზრუნველობის, თანაგრძნობის და დახმარების გამოხატვაა.

მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო, ტრადიციულად, თავშესაფრის ტურსა და ლეკვების გაჩუქების აქციას მოაწყობს. ღონისძიება 4 აპრილს, 13:00 საათზე, შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში გაიმართება.
კვირის ამბები