საზოგადოება
03.02.2020 11:55
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების მორიგი ეტაპი დღეიდან დაიწყო და 17 თებერვლის ჩათვლით გასტანს. კანდიდატებს, აპლიკაციის შევსება ონლაინ შეუძლიათ, ამისთვის უნდა გადავიდნენ შემდეგ ლინკზე:  www.directors.mes.gov.ge.  შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასური 35 ლარს შეადგენს. გადახდა კი, ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, ამასთან, კონკურსანტს განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილებაც მოეთხოვება. 

როგორც ცნობილია, აღნიშნული პროცესი უკვე მოქმედ სერტიფიცირებულ სკოლის დირექტორებს არ ეხებათ, თუმცა, ტესტირების გავლა აუცილებელი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც დირექტორის მოვალეობას ასრულებენ და სერტიფიკატი არ აქვთ.

კვირის ამბები