რჩევები
04.04.2023 12:08
როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი
ქრისტიანული სამყაროსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული - აღდგომა ახლოვდება. იმისთვის, რომ თქვენს სადღესასწაულო სუფრას ლამაზი ჯეჯილი ამშვენებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ. გახსოვდეთ, რომ ხორბალი აღდგომამდე ორი კვირით ადრე, ბზობის კვირაში ითესება და ამ პროცესს თავისი წესები აქვს.

ბევრმა დიასახლისმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ ან კარგი მეთოდი ვერ აღმოაჩინეს. გთავაზობთ ჯეჯილის გახარების გამოცდილ და მარტივ გზას.

აიღეთ სასურველი რაოდენობის ხორბლის მარცვალი. გარეცხეთ, დაასხით ოდნავ შემთბარი წყალი, მოათავსეთ მინის ქილაში და ქილას თავსახური დაახურეთ, შემდეგ კი დადგით თბილ ადგილზე და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში.

მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გადაავლეთ წყალი, ლანგარზე დააფინეთ ბამბა და გაანაწილეთ მარცვალი1-1,5 სმ სისქეზე.
ჯეჯილისთვის ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჭურჭელი გამოდგება. ხორბლის რაოდენობა და ჭურჭლის ფორმა კი დიასახლისის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

ხორბალი გამათბობელთან ან მზიან ადგილზე დადგით, რაც უფრო თბილად იქნება, უფრო სწრაფად გაიზრდება.
გაითვალისწინეთ: ხორბალს ჭარბად მორწყვა არ სჭირდება, მხოლოდ ზემოდან მოასხურეთ წყალი დილა-საღამოს, რომ არ გამოშრეს და მუდმივად ინარჩუნებდეს ტენს.
კვირის ამბები