საზოგადოება
03.04.2023 14:37
„ღია გალერეა“ - გორის ხელოვნების სახლი ART HOUSE ექსპერიმენტულ პროექტს იწყებს
გორის ხელოვნების სახლი ART HOUSE ექსპერიმენტულ პროექტს იწყებს. დღეიდან, 3 აპრილიდან, ნებისმიერ მსურველ ხელოვანს შეუძლია, ეწვიოს ხელოვნების სახლს და საკუთარი ნამუშევარი გალერეაში განათავსოს, იქნება ეს ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტო, ვიდეოარტი, პერფომანსი თუ სხვა. ორგანიზატორების თქმით, ავტორებს არჩევანში სრული თავისუფლება აქვთ.

„პროექტის - „ღია გალერეა“ ფარგლებში, ადგილობრივ არტისტებს შეეძლებათ საკუთარი ნამუშევარი განათავსონ ჩვენს სივრცეში. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ხელოვანების დაკავშირებას, მათი ცნობადობის გაზრდას, ახალი იდეების გენერირებას და ტალანტების აღმოჩენას.

საგამოფენო სივრცეები და გალერეები ხშირად არაა ხელმისაწვდომი ახალგაზრდა, დამწყები არტისტებისთვის, მათ ბევრი ბარიერის გადალახვა უწევთ რომ მოხვდნენ ასეთ სივრცეებში, რაც იწვევს სფეროს განვითარების შეფერხებას და ხელოვნების თავისუფლების კლებას. პრობლემად რჩება, ასევე, ხელოვანებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობაც და იშვიათი გამონაკლისების გარდა გვხვდება კოლაბორაციული ნამუშევრები. ეს პროექტი სწორედ აღნიშნულის ხელშეწყობისთვისაა“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები
კვირის ამბები