საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით სკვერების განახლება გრძელდება. პროექტის მიხედვით, სკვერებში არსებული ინვენტარის ნაწილი, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, განახლდება, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდება.
ამ ეტაპზე სამუშაოები წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ სკვერში დასრულდა. დასასვენებელ სივრცეში დაიდგა სკამები, გამოიცვალა დაზიანებული ურნები და ლამპიონები.
იგეგმება სკვერის გამწვანებაც.
„სამწუხაროდ, სკვერებში ხშირად ვხვდებით მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონების და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტებს“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში და მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ყველა ერთად გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ქალაქს.