რეგიონი
03.04.2023 12:32
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამელიორაციო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ სამელიორაციო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა, მოახლოებულ სარწყავ სეზონთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები განიხილეს. გარდა ამისა იმ პროექტებსა და სამუშაოებზე იმსჯელეს, რომლებიც რეგიონში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.

ცნობისთვის, დღეისთვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2740 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება.

კვირის ამბები