საზოგადოება
03.04.2023 12:03
სამი დღის განმავლობაში გორში მზიანი ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 3 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.

რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 3 აპრილს მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, 18-დან 20 საათამდე, მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, 15 საათიდან კი მოსალოდნელია ქარის გაძლირება 13 მ/წ-მდე.

+20 გრადუსი, მზიანი ამინდი და ქარი 8 მ/წ-მდეა ნავარაუდევი გორში 4-5 აპრილს.

6-12 აპრილს კი, გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნახევრადღრუბლიანი ამინდი და პერიოდულად მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა  +14-დან +19 გრადუსამდე დაფიქსირდება.

კვირის ამბები