საზოგადოება
03.04.2023 11:39
გორის მერია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას გაუწევს
გორის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვებს მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას გაუწევს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარების წლის ლიმიტი 2000 ლარია.

კუთვნილი დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.
კვირის ამბები