„ჩემი და ლუკას ამბავი“ - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე წიგნის - „ჩემი და ლუკას ამბავი“ - ს პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას წიგნის ავტორი და აუტიზმის კვლევისა და განვითარების ფონდის თანადამფუძნებელი თათია მელაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების სპეც. პედაგოგები, ინდივიდუალურ ასისტენტები, ფსიქოლოგები, აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრების წარმომადგენლები, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები.
აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს და შეხვედრის სხვა მონაწილეებს წიგნები საჩუქრად გადაეცათ. აღნიშნული ლიტერატურა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სპეციალურად მათთვის შეიძინა.
შეხვედრის ბოლოს კი, გორში მოქმედ სარეაბილიტაციო ცენტრებს ადრეული ინტერვენციის პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობის სერტიფიკატებიც გადაეცათ.