მაგნიტური ქარიშხლები, გეომაგნიტური რყევები, მზეზე აფეთქებები და ზოგადად, მზის აქტივობის ზრდა, ადამიანების ჯანმრთელობას ხშირად საფრთხეს უქმნის. აპრილში რამდენიმე ძლიერი, საშუალო და სუსტი სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.
,,გორის მაცნე“ გაგაცნობს გეომაგნიტური დღეების კალენდარს და სპეციალისტების რეკომენდაციას, როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი გავლენა.
1 აპრილი - დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.
7 აპრილი - დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.
10 აპრილი - ასევე დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.
18 აპრილი - მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი.
20 აპრილი - ნავარაუდევია საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.
მაგნიტურ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ. მაგნიტურ დღეებს თან ახლავს არტერიული წნევის მატება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, დეპრესიულობა, შფოთვა.
რაც შეეხება იმას, როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე, სპეციალისტები შემდეგ შრჩევებს გვაძლევენ: