გორში, გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში, დავით ჩალაურის ხსოვნის პირველი მემორიალური ტურნირი ჩატარდა ძიუდოში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ სპორტსმენებთან ერთად, სომხეთის, ყაზახეთის და ისრაელის 2007, 2008 და 2009 წელს დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იყვნენ როგორც გოგონები, ისე ვაჟები. შეჯიბვრის მონაწილეები პირველობისთვის ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდენენ.
გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს, თასები მედლები და სიგელები გადაეცათ. ამასთან, დავით ჩალაურის ოჯახის მიერ დაწესებული იყო ფულადი ჯილდო ყველა მედალოსნითვის.
გორელთაგან, გამარჯვებულის ტიტული ქეთი რობაქიძემ, გიორგი ბაბუციძემ, გიორგი ბერაძემ, ლუკა ზაუტაშვილმა, დავით პაპუკიშვილმა და ნოდარ კობალაძემ მოიპოვეს. რაც შეეხება მეორე ადგილს, საბა პავლიაშვილი, ირაკლი მარკოზაშვილი, ლუკა უხურგუნაშვილი, ლუკა ცილიკიშვილი, გიორგი ზურაბაშვილი და იოანე აბალაკი ვერცხლის მედლის პრიზიორები გახდნენ.
მესამე ადგილს და ბრინჯაოს მედალს კი - მაგდა ჯალაბაძე, ბაქარ გოგაძე, ტატო საბაშვილი, ზურა გოგაძე, დავით სადაღაშვილი, დაჩი ბზიშვილი, ვასილ ტლაშაძე, გიორგი ცარელაშვილი, ბაჩო დემეტრაშვილი და თორნიკე საური დაეუფლნენ.
ტურნირი 1 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.