საზოგადოება
31.03.2023 15:03
გორის მერიამ სარწყავი არხების მოწყობის და დასახლებულ პუნქტებში გზების მოხრეშვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, სარწყავი არხების მოწყობის და დასახლებულ პუნქტებში გზების მოხრეშვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სარწყავი არხები 12 სოფელში - ფლავი, გუგუტიანთკარი, კოშკა, ტირძნისი, ქვემო ნიქოზი, ზემო რეხა, თორტიზა, ჯარიაშენი, პატარა გორიჯვარი, კოშკები, სკრა, რიეთი - მოეწყობა.

რაც შეეხება გზების მოხრეშვას, „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები 14 დასახლებულ პუნქტში - ფლავისმანი, კარბი, მერეთი, ბერბუკი, ბერშუეთი, ზემო ნიქოზი, ქვემო ხვითი, შინდისი, მეჯუდისპირი, ნაწრეტი, ახალსოფელი, წითელუბანი, დიდი ატენი, ზემო ჯებირი - განხორციელდება.

გზების მოხრეშვისა და სარწყავი არხები მოწყობის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების შესყიდვა ერთი ტენდერით ხორციელდება, რომლის სავარაუდო ღირებულება 400 105 ლარია.

კვირის ამბები