საზოგადოება
31.03.2023 12:52
გორის მუნიციპალიტეტის 17 სოფელში გარეგანათების მოწყობა იგეგმება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარეგანათების სისტემების მოწყობა გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოების განხორციელება 17 სოფელში - საქაშეთი, ზემო ხვითი, ფხვენისი, კვარხეთი, ახალშენი, არაშენდა, უფლისციხე, ქერე , ოლოზი, ტყვიავი, კარალეთი, პატარა გორიჯვარი, ძევერა , ქიწნისი, სათემო, მეღვრეკისი - იგეგმება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გარე განათების სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ორი ტენდერი მიმდინარეობს. პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 311 120 ლარია.

კვირის ამბები