საზოგადოება
31.03.2023 12:45
გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარედ, ე.წ. კაკლების ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობა მიმდინარეობს
გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

ე. წ. „კაკლების“ ტერიტორიაზე მაგიდები, სკამები, ფანჩატური, საცეცხლური და ა. შ. განთავსდება, ასევე მოპირკეთდება წყარო.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიზნად ისახავს გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტყეში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას.
კვირის ამბები