საზოგადოება
02.02.2020 12:10
ტივი, ძველი გორის მთავარი სამდინარო ტრანსპორტი

უძველესი დროიდან, გორის სხვა დასახლებულ პუნქტთან დასაკავშირებლად მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა სამდინარო გზებს.  

მდინარე ლიახვით გორს უკავშირდებოდა დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, მდინარე მტკვრით კი - თბილისი და ბორჯომის ხეობა.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, სამდინარო ტრანსპორტის ყველაზე გავრცელებული სახეობა გორში ტივი იყო. სწორედ ტივებით გადაჰქონდათ ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი. დანიშნულების ადგილამდე ჩასვლის შემდეგ კი, ამ ტივის ხის მორების იყიდებოდა.

ტივები, ზომების მიხედვით, მორების სხვადასხვა რაოდენობისგან იყო შეკრული. როგორც ირკვევა, ძირითადად, ფიჭვის ხეს იყენებდნენ და თითოეულ ტივს, საახლოებით, 15-20 ფიჭვის ხე სჭირდებოდა. დანიშნულების ადგილამდე ტივის ჩასვლის შემდეგ, თითოეულ მორს 1 მანეთად ყიდდნენ.

ტივს 3-4 კაცი მართავდა და ამ ტივის დაცურებაზე უფლების მოპოვებისთვის თითოეული ქალაქის მაშინდელ მმართებლობას 2 მანეთს უხდიდა. იგივე გადასახადს იხდიდნენ მაშინაც, როცა ტივს ტრანსპორტის დანიშნულება ჰქონდა და მგზავრები გადაჰყავდა.

გორი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენდა და შესაბამისად, საქონლის გადასატანად ტივს საკმაოდ სერიოზული როლი ეკისრებოდა.

მეტივეობას მისდევდნენ მდინარეების - მტკვრის, ლიახვის, ცხენისწყლის, რიონის, ხეობებში. ყველაზე მეტად კი მეტივეობა გავითარებული იყო ხე-ტყით მდიდარ  ბორჯომის ხეობაში, სადაც უხვად მოიპოვებოდა მშენებლობისათვის საჭირო წიწვოვანი ხეები. 

მდინარე მტკვარზე ყოველწლიურად საშუალოდ 1500-დან 1800-მდე ტივს აცურებდნენ. 

მოგვიანებით, ტივზე ქეიფი და დროსტარება კოლორიტულ ნიშნადაც იქცა.

კვირის ამბები