საზოგადოება
31.03.2023 11:28
აზერბაიჯანმა 10 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტი აკრძალა

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა ატომობილების იმპორტთან დაკავშირებით ახალი განკარგულება მიიღო. განკარგულების თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე 10 წელზე მეტი ასაკის ავტომოვილების იმპორტი იკრძალება, შესაბამისად, 2013 წლამდე გამოშვცებულ სატრანსპორტო საშუალებებს აზერბაიჯანში ვეღარ შეიყვანენ. მინისტრთა კაბინეტის ამ განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.  

რაც შეეხება საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი სწორედ აზერბაიჯანში გავიდა, ანალოგიური ვითარებაა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით.

2022 წელს, საქართველოდან რეექსპორტირებული ავტომობილების 34% აზერბაიჯანში გავიდა.

უფრო კონკრეტულად, გასულ წელს, ქვეყნიდან 79 887 ერთეული მანქანა გავიდა, აქედან აზერბაიჯანში გავიდა 30 452 ერთეული ავტომობილი.

2023 წლის იანვარ-თებერვალში კი, საქართველოდან რეექსპორტზე გასული 7 425 ერთეული სატრანსპორტო საშუალების 25% - 2 384 აზერბაიჯანზე მოდის. 

კვირის ამბები