სპორტი
30.03.2023 15:55
„ივერიონი-გორი“ „ა“ ლიგის ფინალში გავიდა
გორის საკალათბურთო კლუბი „ივერიონი-გორი“ „ა“ ლიგის ფინალში გავიდა.

ფლეი-ოფის ფინალში გორელები სუპერლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ. მათი მოწინააღმდეგე ტყიბულის „ორბი“ იქნება.
შეგახსენებთ, რომ გუნდმა, რომელშიც მოწვეული სპორტსმენებიც თამაშობენ, 2022 წელს შეიქმნა და მნიშვნელოვან წარმატებას დაფუძნების წელსვე მიაღწია.

გორის კალთბურთის გუნდი სუპერლიგაში მოსახვედრად პირველად იბრძვის.
კვირის ამბები