საზოგადოება
30.03.2023 15:48
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, გორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ - ფარგლებში, გორის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დიალოგის მონაწილეებმა ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ, პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია, საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული მძიმე დანაშაული.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საჭირო ინფორმაცია პროკურატურის წარმომადგენლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მიაწოდეს.

შეხვედრები, რომლებიც ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება, აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიების მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
კვირის ამბები