სამართალი
30.03.2023 13:47
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის შესაძლო ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ მოსწავლის მიმართ პედაგოგის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში მოსწავლეზე ფიზიკურად ძალადობს, სკოლაში აღარ მუშაობს.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ინფორმაციით, დისციპლინურმა კომიტეტმა საქმისწარმოების დასრულების შემდეგ მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლების რეკომენდაციით საჯარო სკოლის ხელმძღვანელს მიმართა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტი. პედაგოგი მეშვიდეკლასელ ბავშვს თავსა და ზედა კიდურებზე ხელს ურტყამს.

ამავე თემაზე  https://gmnews.com.ge/geo/8456 

კვირის ამბები