სპორტი
02.02.2020 11:14
დილამ სამტრედიას ავტოგოლოთ მოუგო
თბილისში, 1-ელ თებერვალს, გორის ,,დილამ", ეროვნული ლიგის ახალი სეზონის მოსამზადებელი ეტაპის ამხანაგური მატჩი ,,სამტრედიას" მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო.
გადამწყვეტი გოლი გორელი გიორგი ლაცაბიძის მიერ მეტოქეის საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებას და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის შეცდომას მოჰყვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, გორელთა თავკაცმა გიორგი ნემსაძემ სამტრედიასთან"  ორივე ტაიმში ორი განსხვავებული შემადგენლობა ათამაშა.
,,დილამ" მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: იაკოპო ვიოლა, ბალგოუ, დავით მაისაშვილი, დავით ხურცილავა, რეზი ჩიტეიშვილი, ამოს ნონდი, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი ლაცაბიძე, ფრანსისკო მადინგა, მიხეილ ერგემლიძე, თომა ტაბატაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი ჩოჩიშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, გიორგი ალიმბარაშვილი, გურამ გიორბელიძე, ნიკა გაგნიძე, თემურ მარკოზაშვილი, არჩილ კობერიძე.
ახალი სეზონისთვის სამზადისს გორული საფეხბურთო კლუბი იანვრის დასაწყისიდან შეუდგა.
ქვეყნის ჩემპიონატი 28 თებერვალს დაიწყება. გორელებს კი, პირველი მატჩი სტუმრად ქუთაისის ,,ტორპედოსთან" 1 მარტს ექნებათ.
კვირის ამბები