საზოგადოება
30.03.2023 13:33
„მეწარმეობის ხელშეწყობის კამპანიის“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები იწყება - პირველი შეხვედრა სოფელ შინდისში გაიმართება
გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს.

სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრები „მეწარმეობის ხელშეწყობის კამპანიის“ ფარგლებში გაიმართება და პირველი საინფორმაციო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, ციხე-გალავნის ტერიტორიაზე 4 აპრილს, 16:00 საათზე დაიწყება.
„დაინტერესებულ ადამიანებს სააგენტოს თანამშრომლები მიაწვდიან ინფორმაციას საგრანტო პროგრამების შესახებ და ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით, კონსულტაციას გაუწევენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
კვირის ამბები