კულტურა
30.03.2023 13:22
„ქეიფი სოლოლაკში“ - გორის თეატრში მორიგმა პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა
გ.ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე დადგმულმა სპექტაკლმა - „ქეიფი სოლოლაკში“ - ანშლაგით ჩაიარა.
ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის რეჟისორული ნამუშევარი, რომელიც მაყურებელს 1923 წელს განვითარებულ მოვლენებზე მოუთხრობს, ნოდარ მაჭარაშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დაიდგა.

სცენარი საქართველოს ოკუპაციის შემდგომ პერიოდს ასახავს, კერძოდ, ბოლშევიკების მიერ ე.წ. „შეთქმულების“, კოტე აფხაზის და მისი თანამებრძოლების დახვრეტის ამბავს. პიესაში აღწერილია „შეთქმულთა“ ბოლო დღე და კოტე აფხაზის სიკვდილისწინა სურვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 30 მარტს, გ.ერისთავის სახელობის თეატრში საერთაშორისო ფესტივალი დაიხურება.
აღნიშნულ ფესტივალს, გორი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით, იტალიის კულტურის სამინისტროს და ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით 27 მარტიდან მასპინძლობს.
კვირის ამბები